გრანტები და კონკურსები

ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება პერიოდულად გასცემს კვლევით გრანტებს და ატარებს სამეცნიერო კონკურსებს პოლიტიკური მეცნიერების სფეროში. მომავალი გრანტებისა და კონკურსების განცხადებებისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენი ვებგვერდის ამ სექციას.

სამეცნიერო კონკურსი პოლიტოლოგიის დარგში

კონკურსის განაცხადი: „საქართველოს ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება“ აცხადებს სამეცნიერო კონკურსს პოლიტოლოგიის დარგში, 19-დან 26 წლამდე ასაკის სტუდენტ-ახალგაზრდობისათვის. საპრიზო ადგილებზე: პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან გამარჯვების სიგელებითა და ფულადი პრემიებით. კერძოდ, პირველ ადგილზე გასულ კონკურსის მონაწილეს გადაეცემა 400 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 200 ლარი და მესამე ადგილზე გასულს 100 ლარი.

კონკურსის თემა და თხზულების ფორმატი: ჩვენი კონკურსის თემაა, „ქართული კრიზისი და მისი გადაწყვეტის გზები.“ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველო და ქართველი საზოგადოება თითქმის განუწყვეტელი პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობენ. კონკურსანტს ევალება აირჩიოს ერთი სახეობის კრიზისი, რომელსაც ის ყველაზე კრიტიკულად თვლის დღევანდელი საქართველოს პირობებში და წარმოადგინოს თხზულება აღნიშნულ თემაზე.

კონკურსანტი ვალდებულია პირველ პარაგრაფში მოკლედ აღწეროს არჩეული კრიზისი და განმარტოს თუ რატომ თვლის ის ამ კრიზისს ყველაზე აქტუალურად დღევანდელ ქართულ რეალობაში. თხზულების დანარჩენი ნაწილი მთლიანად უნდა დაეთმოს კონკურსანტის ხედვას და ანალიზს თუ რა მეთოდებით შეძლებდა ის ამ კონკრეტული კრიზისის გადაწყვეტას.

თხზულების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. მისი მინიმალური ზღვარია 800 სიტყვა. თხზულება წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე, PDF-ის ფორმატში. კონკურსანტი ვალდებულია გამოიყენოს Sylfaen-ის 12 ზომის ფონტი, 0.5 ზღვარით გვერდებზე. თხზულებას პირველ ხაზზე, მსხვილი გამოსახულებით, დართული უნდა ქონდეს ავტორის სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი და თხზულების მოკლე სათაური, რომელიც ასახავს თუ რომელ კრიზისს განიხილავს ავტორი. თხზულება გაგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: var36@pitt.edu 

შეფასების კრიტერიუმები: მიმღები კომისია საპრიზო ადგილების გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1) არჩეული კრიზისის აქტუალურობა; 2) კრიზისის გადაჭრის მეთოდების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხარისხი და მეთოდების რეალისტურობა; 3) ლოგიკური და თანმიმდევრული მსჯელობისა და ანალიზის უნარი; 4) თხზულებაში გამართული ლიტერატურული ქართულისა და სინტაქსის გამოყენება; 5) თხზულების მოთხოვნილ თემატიკასთან და ტექნიკურ ფორმატთან შესაბამისობა.

ვადები: ნაშრომის წარდგენის უკანასკნელი ვადაა 2021 წლის 28 მაისი. გამარჯვებულ კონკურსანტებს მიმღები კომისია დაუკავშირდება არა უგვიანეს 22 ივნისისა. კომისია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

გრანტები და კონკურსები

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?