ჩვენი ორგანიზაცია

ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება არის საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად ითავსებს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ანალიტიკური ცენტრის ფუნქციებს.

ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება დაფუძნდა 2020 წლის ნოემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პოლიტიკური მეცნიერის ვასილ რუხაძის თაოსნობით. ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში მოღვაწე არაერთ ქართველ პროფესიონალს.

ჩვენი ორგანიზაცია

ჩვენი პრინციპები

ჩვენი ორგანიზაციის უმთავრეს იდეური პრინციპებია: ინდივიდუალური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი, მცირე მთავრობა და თავისუფალი მეწარმეობა.

ჩვენი პრინციპები

ჩვენი მიზნები

ჩვენი მიზანია: საქართველოში დავიცვათ ინდივიდუალური თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, ეროვნული ფასეულობების, ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპები, რომლებსაც ხშირად უტევენ, არა მხოლოდ სხვადასხვა მთავრობები, არამედ ჩვენი დროის ტოტალიტარული იდეოლოგიები და პოლიტიკური ჯგუფები.

ეროვნულ პრინციპებთან ერთად, ჩვენს ორგანიზაციას მტკიცედ სწამს ქართველ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოში ფუნდამენტური რეფორმების გატარების აუცილებლობის. შესაბამისად, ეროვნულ- რეფორმისტული საზოგადოება სხვადასხვა საშუალებებით იღწვის, რომ ქვეყანაში ხელი შეუწყოს განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმების დაწყებას, ეკონომიკის დერეგულაციასა და გადასახადების შემცირებას, მერიტოკრატიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ტარების დაკანონებას, ძლიერი ეროვნული თავდაცვის სისტემის შექმნასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის პირობების მომზადებას.

ამასთანავე, ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, შემოიკრიბოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი პროფესიონალები და ინტელექტუალები და მათი მონაწილეობით ჩამოაყალიბოს პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალწლიანი და მძიმე სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას.

ჩვენი მიზნები

რას ვსაქმიანობთ?

ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება ქართველ ინტელექტუალებს სთავაზობს საკუთარი მოსაზრებებისა და შემოქმედებითი იდეების გამოხატვის პლატფორმას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის გამდიდრებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებას. შესაბამისად, ჩვენს ვებგვერდზე რეგულარულად ვაქვეყნებთ სხვადასხვა ავტორების ანალიტიკურ სტატიებს, ვმართავთ სამეცნიერო კონფერენციებსა და დისკუსიებს, გავცემთ სამეცნიერო-კვლევით გრანტებს და ვატარებთ სხვადასხვა სახის სამეცნიერო კონკურსებს.

ამასთანავე, ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება თავის ვებგვერდზე რეგულარულად აქვეყნებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს (პოდქასტს), სადაც ქართველ საზოგადოებას სთავაზობს ჩვენი ორგანიზაციის პოზიციასა და ანალიზს საქართველოში არსებულ არაერთ პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემასა და მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენი ორგანიზაცია ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, ჩვენ ვთანამშრომლობთ თბილისში არსებულ „პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტთან,“ რომელიც ქართველ ახალგაზრდობას სთავაზობს პოლიტიკური ლიდერობის სპეციალურ კურსებს.

ზემოთ აღნიშნული აკადემიური და ორგანიზაციული საქმიანობის გარდა, ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოება პერიოდულად ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში და ეხმარება საქართველოში არსებულ სოციალურად დაუცველ არაერთ ოჯახს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში.

რას ვსაქმიანობთ?

როგორ ჩავერთო საზოგადოების საქმიანობაში?

თუ იზიარებთ ეროვნულ-რეფორმისტული საზოგადოების იდეურ პრინციპებს, შეგიძლიათ, გაწევრიანდეთ ჩვენს ორგანიზაციაში ან შეეწიოთ მას ფინანსურად ჩვენი ვებგვერდის შემოწირულობის სექციიდან.

როგორ ჩავერთო?

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?