ვასილ რუხაძე

ვასილ რუხაძე

თავმჯდომარე

ვასილ რუხაძე - თავმჯდომარე

ვასილ რუხაძე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პოლიტიკური მეცნიერი. 2002 წელს მან დაამთავრა ნიუ იორკის სიტი უნივერსიტეტის (The City University of New York) პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრატურა, სადაც დაიცვა მაგისტრის ხარისხი (M.A in Political Science). 2008-2014 წლებში სწავლობდა კენტ სტეიტ უნივერსიტეტის (Kent State University) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტურანტურაში, სადაც მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (Ph.D. in Political Science).

2003-2006 წლებში ვასილ რუხაძე მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში ქორთ ექსპრესი (Court Express), ქალაქ ნიუ იორკში. 2007-2008 წლებში იგი იყო წვეული მკვლევარი კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University), ხოლო 2012-2017 წლებში – პოლიტიკური ანალიტიკოსი ჯეიმსთაუნის ფონდში (Jamestown Foundation), ქალაქ ვაშინგტონში. 2018 წლიდან ვასილ რუხაძე არის პოლიტიკურ მეცნიერებათა წვეული ლექტორი პიტსბურგის უნივერსიტეტში (University of Pittsburgh).

დოქტორი რუხაძეს ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა სამი წიგნი: „წერილები ამერიკიდან“ (2017) „Reflections from Washington: A Chronological Digest of Georgian Politics in 2012-2017” (2018) და „The Causes of Post-Mobilization Leadership Change and Continuity: A Comparative Analysis of Post-Color Revolution in Ukraine, Kyrgyzstan, and Georgia” (2021). ამასთანავე, იგი არის ასზე მეტი ანალიტიკური და სამეცნიერო სტატიის ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თამთა ნინუა

თამთა ნინუა

თამთა ნინუა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ეკონომისტი. 2012 წელს, მან დაამთავრა კენტ სტეიტ უნივერსიტეტი (Kent State University) ბიზნეს ადმინისტრაციის ბაკალავრის (B.B.A.) ხარისხით. 2012 წლიდან იგი მუშაობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში Sullivan & Cromwell LLP მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
კახაბერ კვაჭატაძე

კახაბერ კვაჭატაძე

კახაბერ კვაჭატაძე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი იურისტი. 1994-1995 წლებში იგი სწავლობდა ჯონ მარშალის სამართლის სკოლაში (John Marshal Law School) ქალაქ ჩიკაგოში, რომელიც იურისტის მაგისტრის ხარისხით (LLM Master of Law) დაამთავრა. 2004-2007 წლებში, კახაბერ კვაჭატაძე მუშაობდა ადვოკატად იურიდიულ კომპანიაში Proskauer Rose, ქალაქ ნიუ იორკში. 2007 წლიდან კი იგი არის ფარმაცევტიული კომპანიის Pfizer უფროსი კორპორაციული მრჩეველი (Senior Corporate Council) ასევე, ქალაქ ნიუ იორკში. 2004 წლიდან, კახაბერ კვაჭატაძე ნიუ იორკის შტატის ბარ-ასოციაციის (New York Bar Association) მიღებული წევრია.
თეა აზნაურაშვილი

თეა აზნაურაშვილი

თეა აზნაურაშვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ბანკირი. 2005-2009 წლებში, იგი იყო საბითუმო გაყიდვების წარმომადგენელი ბანკში Wachovia. 2015-2019 წლებში მუშაობდა მცირე ბიზნესის კონსულტანტის თანამდებობაზე ბანშკი Bank of America, ხოლო 2019 წლიდან მცირე ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამავე ბანკში, ნიუ ჯერსის შტატში. ასევე, თეა აზნაურაშვილი არის ქალი ბიზნეს მფლობელების ეროვნული ასოციაცის წევრი (National Association of Women Business Owners) ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გიორგი ლაბაძე

გიორგი ლაბაძე

გიორგი ლაბაძე არის ქართველი ამერიკისმცოდნე, რომელიც იკვლევს ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემას და კონსერვატიზმს. ამჟამად, იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მაგისტრანტი. გიორგი ლაბაძე საქმიანობას ეწეოდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა ადვოკატები“. პარალელურად დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით. დღეისათვის, ის არის ევროპის ქრისტიანული პოლიტიკური მოძრაობის (European Christian Political Movement) ახალგაზრდული ნაწილის ბორდის წევრი, მდივანი და ასევე ორგანიზაციის „საქართველო სამი ზღვის ინიციატივა“ აღმასრულებელი მდივანი.
გიორგი სარალიძე

გიორგი სარალიძე

გიორგი სარალიძე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი. 1998-2003 წლებში იგი სწავლობდა აუგსბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გერმანიაში. 2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „გერმანიის ქართული სათვისტიმო.“ 2004 წლიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირების შემდეგ, გიორგი სარალიძე ხელმძღვანელობდა ბიზნეს კომპანიებს: „DJ King” და “GS.” 2017 წლიდან იგი არის კომპანიის “Iberoni” მფლობელი და თავმჯდომარე.
გიორგი დეკანოიძე

გიორგი დეკანოიძე

გიორგი დეკანოიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი იურისტი და სამართალდამცავია. 2015 წელს მან დაამთავრა ნიუ ჯერსის სიტი უნივერსიტეტი (New Jersey City University) ეროვნული უშიშროების სწავლების განხრით და დაიცვა ბაკალავრის ხარისხი. 2018 წელს მან ასევე წარმატებითი დაიცვა მაგისტრის ხარისხი ნიუ ჯერსის შტატის მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Montclair State University) სამართლის და მმართველობის სპეციალობით. 2014-2017 წლეში, გიორგი დეკანოიძე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო ინსპექციის სამსახურში, ნიუ ჯერსის შტატის გენერალური პროკურორის ოფისსა და ეროვნული და საზოგადოებრივი სამსახურის კორპორაციაში. 2017 წლიდან იგი არის ნიუ ჯერსის შტატის სახაზინო დეპარტამენტის გამომძიებელი.
ივანე ბატიაშვილი

ივანე ბატიაშვილი

ივანე ბატიაშვილი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ქალაქ ნიუ იორკში, მოღვაწე ქართველი მეწარმე და ბიზნესმენი. თავისი ბიზნეს კარიერის განმავლობაში ივანე ბატიაშვილმა დაარსა ოთხი წარმატებული ბიზნეს კომპანია. ამჟამად იგი არის ორი კომპანიის: Tree Pro Tech Inc-ის და Glide Luxury Transportation-ის მფლობელი და თავმჯდომარე.

©2021 ეროვნულ-რეფორმისტული ფორუმი. შესრულებულია inboundi-ს მიერ

შეგვეხმიანეთ

ამ მომენტში აქ არ ვართ, მაგრამ გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა და უმალვე გიპასუხებთ.

იგზავნება

გაიარე ავტორიზაცია შენი მონაცემებით

დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები?