ჩვენი ვებგვერდი რეგულარულად უწევს პოპულარიზაციას ქართველი და უცხოელი პოლიტიკური მეცნიერების ავტორობით გამოცემულ წიგნებს, რომელთა შეძენა აქვე, ვებგვერდზეა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ წიგნების სიას, რათა ჩვენს მკითხველს ახალი გამოცემების სრული სია შევთავაზოთ.
გამოცემის პროცესში
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ვასილ რუხაძის წინამდებარე წიგნი სწავლობს უკრაინაში, ყირგიზეთსა და საქართველოში, ეგრეთ წოდებული, „ფერადოვანი რევოლუციების“ შემდეგ მმართველი რეჟიმების დაცემისა და ხანგრძლივობის მიზეზებს. ნაშრომის მთავარი ჰიპოთეზაა, რომ ოპოზიციური კოალიციის სიმყარე და მათი სიდიდის მასშტაბი განსაზღვრავს რამდენად სტაბილური იქნება ამ კოალიციისგან შემდგარი ახალი ხელისუფლება სახალხო აჯანყების შემდეგ და შესაბამისად, რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება საჭირო რეფორმების გატარებასა და ძალაუფლების შენარჩუნებას. წიგნი მნიშვნელოვანი კვლევაა პოლიტიკურ მეცნიერებაში, პოლიტიკური რეჟიმების შესწავლის კუთხით.
არსებული წიგნები
Showing all 2 results
უახლესი კომენტარები